დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი ფილმების კონკურსი მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარმოდგენილი ფილმების კონკურსი მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებულ ამხანაგობებს შორის საუკეთესო დოკუმენტური ფილმების კონკურსი მიმდინარეობს.

კონკურსში მონაწილეობისათვის, გამარჯვებულმა 49 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა წარმოადგინოს 5 წუთიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის შინაარსი უნდა ასახავდეს კონკურსში მონაწილე ამხანაგობის ან მათი წევრების საქმიანობას ან ყოფა-ცხოვრებას.

კონკურსის ფარგლებში, მოქმედი საკონკურსო საბჭო და ამხანაგობის წარმომადგენლები ფარული კენჭისყრით აირჩევენ  წარმოდგენილ საუკეთესო ნამუშევრებს.

გამარჯვებულად ჩაითვლება კონკურსის მონაწილე ის ხუთი ამხანაგობა, რომელთა მიერ წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევარი ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

გამარჯვებული 5 საუკეთესო ფილმის ავტორი გამგეობის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე დაჯილდოვდება.

 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის კონკურსი მიზნად ისახავს რაიონის ტერიტორიაზე აღრიცხული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ეფექტური ფუნქციონირების, ამხანაგობის როგორც სამოქალაქო ინსტიტუტის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ ამხანაგობის წევრთა ცნობიერების ამაღლებას, ასევე, ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლასა და განვითარების ხელშეწყობას.