ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხანიის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმაშეხვედრაზე ისაუბრა ყველა იმ წარმატებულ პროექტზე, რომელიც ბოლო ოთხი წელია მათ რაიონში მიმდინარეობს. ირაკლიშიოლაშვილმა ადგილობრივებს ამ პროექტების გაგრძელების პირობა მისცა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორიცაა ახალი ჭაბურღილის მოწყობა, სასმელი წყლის ქსელისგამართვა, სკვერის რეაბილიტაცია, ქვემო მაჩხანის გზის რეაბილიტაცია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმამოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
მან სიღნაღი-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ინფრასტრუქტურისა და სერვისებისგაუმჯობესების ხელშეწყობა პრიორიტეტად დაასახელა.