"ოზურგეთს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები"

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  არჩილ თალაკვაძეოზურგეთში არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრას, ასევე, “ქართულიოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ახალი საპარლამენტო შემადგენლობის კანდიდატები კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე დააკაკი ზოიძე ესწრებოდნენ.

"ოზურგეთს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც ზურგქარია ნებისმიერი თანამედროვე პოლიტიკოსისთვის", - ამ სიტყვებით გახსნა დისკუსია არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო სისტემას და საარჩევნო კანონმდებლობას, თვითმმართველობის რეფორმას, სოციალური დაცვის საკითხებს, ასევე, გარემოს დაცვისა საკითხებსა და მიწის მესაკუთრეების უფლებებს შეეხო. არასამთავრობო სექტორის მხრიდან აქცენტი თვითმმართველი ერთეულებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვის და გამოყენების პროცესში ბარიერების მოხსნაზე გამახვილდა. დისკუსია გაიმართა განათლების სისტემის რეფორმაზე დასაქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე. 

"ახლოს არის ის დრო, როცა კერძო სექტორი განათლების სისტემას პირდაპირ შეუკვეთს ამა თუ იმ სფეროს პროფესიონალებს" -განაცხადა კახა კუჭავამ.

" სახელმწიფო დახმარებასთან ერთად ბენეფიციარებს დასაქმებასაც შესთავაზებს. მხოლოდ ასე შეიძლება სიღარიბის მანკიერი წრე გავჭრათ"  - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

შეხვედრაში, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, მონაწილეობა "საქართველოს დემოკრატიულიგანვითარების კავშირმა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ",  "ფენიქსი 2009-მ",  "გურიის  აგრობიზნესცენტრმა", "გურიის ახალგაზრდულმა რესურცენტრმა" და "ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა მიიღეს".