გერმანელმა სამხედროებმა შესაძლოა, თურქული ავიაბაზა ინჯირლიკი დატოვონ

გერმანელმა სამხედროებმა შესაძლოა, თურქული ავიაბაზა ინჯირლიკი დატოვონ

გერმანელმა სამხედროებმა შესაძლოა, თურქული ავიაბაზა ინჯირლიკი დატოვონ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. 
გამოცემის ცნობით, ბერლინში 250-მდე სამხედროს გაყვანის საკითხზე იმის გამო მსჯელობენ, რომ თურქული მხარე გერმანელ პარლამენტარებს ავიაბაზაზე არ უშვებს.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანული კონტინგენტი, ასევე სამხედრო თვითმფრინავები და ტექნიკა ინჯირლიკიდან შესაძლოა იორდანიაში ან კვიპროსზე გადაიყვანონ. 

ურთიერთობა ბერლინსა და ანკარას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგმა „სომეხთა გენოციდის აღიარების“ შესახებ რეზოლუცია მიიღო.