მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაინგრა თითქმის ასამდე უძველესი ბუდისტური ტაძარი.
მიანმარში გუშინ საღამოს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდას მიაღწია. ბიძგები ტაილანდში, ბანგლადეშსა და აღმოსავლეთ ინდოეთშიც იგრძნობოდა.