თინა ხიდაშელი დავით ნარმანიაზე - როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში

თინა ხიდაშელი დავით ნარმანიაზე - როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში

თუ ნერვები გღალატობს, სახლში უნდა წახვიდე, - ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ზესტაფონში ”რესპუბლიკური პარტიის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი თბილისის მერის გუშინდელ ქმედებას, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს ”მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა.

ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ნარმანიამ არა მხოლოდ ბოდიში უნდა მოიხადოს, არამედ მისი თქმით, ”პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ასეთ დროს გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდეს”.

”როგორც არ უნდა იყო გაღიზიანებული, როგორც არ უნდა იყო გაბრაზებული, როცა არჩეული თანამდებობის პირი ხარ, ნერვებმა არ უნდა გიღალატოს და როცა ნერვები გღალატობს, უნდა წახვიდე სახლში. ასე არ ელაპარაკებიან ადამიანებს, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ და რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად გეუბნებიან, რომ ერთი მილიონი ხის დარგვით მოსული მერი ხეების გაჩეხვით არ უნდა ამახსოვრებდეს ხალხს თავს”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა ”რუსთავი 2”-თან საუბრისას.