იოჰანეს ჰანი თურქეთზე - წესები არის წესები და ის გადასინჯვას არ ექვემდებარება

იოჰანეს ჰანი თურქეთზე - წესები არის წესები და ის გადასინჯვას არ ექვემდებარება

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი თურქეთს აფრთხილებს, ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანებს თაობაზე. 

“თუ გინდა რომ ევროკავშირს შეუერთდე, კრიტერიუმები უნდა შესრულდეს, წესები არის წესები და ისინი გადასინჯვას და მოლაპარაკებას არ ექვემდებარება”, - განაცხადა ჰანმა.

როგორც euroline.ge წერს, ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთთან ევროკავშირის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი ანკარის მხრიდან კრიტერიუმების შეუსრულებლობაა, რომელთა თაობაზე მოლაპარაკებები არ გაიმართება. 

ამავე დროს, მისი თქმით, წინააღმდეგია თურქეთთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, როგორც ამას ზოგიერთი ევროქვეყნის პოლიტიკოსები ითხოვენ.