დავით ნარმანია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს - მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!

დავით ნარმანია არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს - მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!

მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!, - ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” წევრს ირაკლი კუპრაძეს, რომელსაც სხდომა დაატოვებინა.

სხდომაზე გარემოსდაცვით საკითხებზე უნდა ემსჯელათ. კონკრეტულად ქალაქის მერს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” წევრმა ირაკლი კუპრაძემ მიმართა და მოუწოდა რომ შეხვედრაზე ემსჯელათ კონკრეტულ პრობლემებზე და არა გაეკეთებინათ პოპულისტური განცხადებები. 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენიშვნა მისცა, რომ მათთვის სიტყვის უფლება არ მიუცია და უნდა დაეტოვებინათ შენობა. 

თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრებაზე მიმდინარე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის მერი ესწრებოდნენ. შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი მერიისგან მოითხოვენ თანამდებობები დატოვონ გამწვანებისა და ეკოლოგიის საქალაქო სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ.