იტალიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 73 ადამიანია დაღუპული

იტალიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 73 ადამიანია დაღუპული

იტალიაში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 73 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ იტალიური საინფორმაციო სააგენტო Ansa იტყობინება. 
მანამდე, იტალიის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 150-მდე ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 
ამჯამად სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ოპერაციაში ჩართული არიან სამხედროები. 
6.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.
მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.