”ნაციონალური მოძრაობა” გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აბიტურიენტებისთვის დაუმუშავებელი ინფორმაციის გაგზავნის ფაქტს ეხმაურებიან

”ნაციონალური მოძრაობა” გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აბიტურიენტებისთვის დაუმუშავებელი ინფორმაციის გაგზავნის ფაქტს ეხმაურებიან

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები - სერგო რატიანი და ელენე ხოშტარია ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ აბიტურიენტებისთვის დაუმუშავებელი ინფორმაციის გაგზავნის ფაქტს ეხმაურებიან. 
„ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების პროცესში შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა. გუშინ აბიტურიენტების ნაწილს ერთი საათის განმავლობაში ურეკავდნენ, მათი მოწყობისა და გრანტის ოდენობის შესახებ შედეგებს უგზავნიდნენ. შემდეგ ეს შეწყდა და არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ დადებულა. ეს რამდენიმე რამეს ნიშნავს. პირველი, ეს არის ”ქართული ოცნების” ტიპური მმართველობის წესი, როდესაც აწყობილი სისტემა შეუძლიათ მოშალონ. გარდა ამისა, ეს არის ძალიან ცუდი და აგდებული დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ამან შესაძლოა ინსტიტუტების სანდოობასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩინოს. აწყობილი სისტემა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას დახვდა და რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს, მოარღვიეს“, - ნათქვამია სერგო რატიანის და ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.