იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, მაშველები 150 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 
„ბიბისი“-ს ცნობით, ასეთია იტალიის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ოფიციალური მონაცემები. 
ამჟამად სტიქიით დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. იტალიის ხელისუფლების ცნობით, ოპერაციაში სამხედროები ჩაერთნენ.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.
მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.