ჯოზეფ ბაიდენი თურქეთში ჩავიდა

ჯოზეფ ბაიდენი თურქეთში ჩავიდა

თურქეთს ვიზიტით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ეწვია. თურქული პრესის ცნობით, ანკარაში დაგეგმილია ბაიდენის შეხვედრა თურქეთის პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც მასთან შეხვედრას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი გამართავს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია „თურქულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა ასპექტის“ განხილვა.