ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. როგორც „ბიბისი“ წერს, 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური ნაწილი დააზარალა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იტალიის ქალაქ ამატრიჩეს თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა.
ამჟამად სტიქიის დაზარალებულ ქალაქებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ბევრი ადამიანი იყოს.
მიწისძვრის ეპიცენტრი რომიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.