თურქეთმა სირიის საზღვართან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სასაზღვრო ქალაქ ჯერაბლუსის დაბომბვა დღეს, 05:00 საათიდან მიმდინარეობს.
თურქეთმა პირობა დადო, რომ სრულად გაასუფთავებს თავის საზღვარს ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლებისგან. ოპერაციაში ანკარას საჰაერო ძალების საერთაშორისო კოალიციაც ეხმარება.
აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.