”რესპუბლიკური პარტიის” ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს, დღეს მიკერძოებულად, წილისყრის გარეშე, რიგ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭოს, - აღნიშნულთან დაკავშირებით ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თამარ ხიდაშელი ბრიფინგს გამართავს.
”რესპუბლიკური პარტიის” ინფორმაციით, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს მიკერძოებულად, წილისყრის გარეშე, რიგ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები მიანიჭოს. საარჩევნო კოდექსით, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ნომრები წილისყრით უნდა მიენიჭოთ სექტემბერში. ამ ტიპის გადაწყვეტილებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს”, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიფინგი ”რესპუბლიკური პარტიის” ცენტრალურ ოფისში 12:00 საათზე გაიმართება.