შოტლანდიის ლიდერი დამოუკიდებლობის გამოცხადებით იმუქრება

შოტლანდიის ლიდერი დამოუკიდებლობის გამოცხადებით იმუქრება

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი აცხადებს, რომ ბრექსიტი შოტლანდიას წელიწადში 13 მილიარდი ევრო დაუჯდება თუ ერთიან ბაზარზე ბრიტანეთს გასვლა არ ექნება.
როგორც euroline.ge წერს, შოტლანდიის სამთავრობო კვლევის მიხედვით, ქვეყანას 2030 წლამდე პერიოდში წლიურად 13 მილიარდის გარდა 4 მილიარდამდე ზარალი ექნება გადასახადების გარდა.
“მოვლენათა ასეთი განვითარება შოტლანდიისთვის უბრალოდ დაუშვებელია, შოტლანდიის ეკონომიკა ვერ აიტანს მსგავს დანაკლისს, დამოუკიდებლობის გამოცხადება რჩება ალტერნატიულ გზად”, - განაცხადა სტარჯონმა.