იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დღეს გამთენიისას, ქალაქ პერუჯას სამხრეთ აღმოსავლეთით, ამატრიჩეში დაფიქსირდა.
ქალაქის მერის განცხადებით, სტიქიის შედეგად ამატრიჩე სერიოზულად დაზარალდა - მოწყვეტილია საავტომობილო გზები, ხოლო მეწყრის შედეგად ხიდის ჩამონგრევის საშიშროებაც არსებობს.
როგორც სერხიო პეროზიმ აღნიშნა, ნახევარი ქალაქი აღარ არსებობს, მოქალაქეები კი ნანგრევებში არიან მოყოლილი.
მიწისძვრის სიმძლავრემ ქალაქ რომამდეც მიაღწია, სადაც შენობები 20 წამის განმავლობაში ირხეოდა.