24 აგვისტოს, 09:45 საათიდან, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა) გაიმართება პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეების ფინალისტთა პრეზენტაციები, რომლებსაც „სილიკონ ველის“ ვენჩურული ინვესტორები შეაფასებენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამის მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფარგლებში 150-მდე განაცხადი შემოვიდა, მათ შორის 51 ფინალისტია. ფინალისტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმია ისეთი პროექტების შერჩევა, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან გლობალური მასშტაბით და ექნებათ ზრდის შესაძლებლობა.
შემოსულ განაცხადებს 3 კვირის განმავლობაში საერთაშორისო ექსპერტები აფასებდნენ ,,სილიკონის ველიდან”. შეფასების მთავარი კრიტერიუმები იყო: ინოვაციურობის ხარისხი, გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალი, ვენჩურული ინვესტიციებისთვის მიმზიდველი პროდუქტები, გუნდის კომპეტენტურობა და ა.შ.
ჯამში პროექტ ,,სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა ინოვაციური ბიზნესის წარმოებისთვის.