გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ გერმანიაში მცხოვრები თურქი მოქალაქეები გერმანიის მიმართ ერთგულები იქნებიან.
როგორც euroline.ge წერს, მერკელი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ თურქეთში პუტჩის შემდგომ მიმდინარე მოვლენები გერმანელი თურქების განწყობებზე გავლენას არ იქონიებს.
“იმედი მაქვს, რომ ჩვენი თურქი მოქალაქეები ჩვენი ერის მიმართ მაღალი დონის ერთგულებას გამოიჩნენენ”, - განაცხადა მერკელმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში.
კანცლერის თქმით, ის ყურადღებით აკვირდება მიგრანტთა გაერთიანებებსა და ეთნიკური უმცირესობების სურვილებს და იმედი აქვს, რომ მათი განსხვავებული განწყობების მიუხედავად, პროტესტის ფორმები მშვიდობიანი იქნება.