კვორუმის უქონლობის გამო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ისევ ჩაიშალა

კვორუმის უქონლობის გამო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა ისევ ჩაიშალა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კიდევ ერთხელ ჩაიშალა. მიზეზი ამჯერადაც კვორუმის უქონლობა გახდა. 
კომიტეტის 15 წევრიდან დღეს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ 4 დეპუტატი მივიდა. საკომიტეტო სხდომის გახსნისთვის კი სულ მცირე 8 დეპუტატის ყოფნა იყო საჭირო. 
როგორც ცნობილია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დღევანდელ სხდომაზე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის“ საინიციატივო ჯგუფი უნდა დაერეგისტრირებინა და მათთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება მიეცა.
გარდა ამისა, საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტს დღესვე დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელა. 
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს “უბლოკო სტატუსის” საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე რამდენიმე დღის წინ უნდა ემსჯელა, თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მაშინაც კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.