ჯოზეფ შტიგლიცი:   ევროპა კატაკლიზმისკენ მიემართება

ჯოზეფ შტიგლიცი: ევროპა კატაკლიზმისკენ მიემართება

ნობელიანტი ეკონომისტი ჯოზეფ შტიგლიცი აცხადებს, რომ ევროპა კატაკლიზმის გამომწვევი მოვლენებისკენ მიემართება.

როგორც euroline.ge წერს, გლობალური ეკონომიკის ამერიკელი ნობელიანტი აცხადებს, რომ ბრექსიტის მსგავსი კიდევ ერთი “დამანგრეველი” მოვლენა ევროკავშირის ვალუტას – ევროს დაასამარებს და ევროკავშირს დაანგრევს.

ამერიკელი ეკონომისტის თქმით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ერთიანი ვალუტით გამოწვეული პრობლემები საკმარის საფუძველს შექმნის, რათა გაჩნდეს ერთიანი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გაერთიანება არ მუშაობს.

შტიგლიცის თქმით, ერთობლიობაში ეს “ევროპული პროექტისა” და მისი “ლიბერალური ღირებულებების” რღვევას გამოიწვევს.