რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერი პაატა ბურჭულაძეა

რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერი პაატა ბურჭულაძეა

გაზეთ "კვირის პალიტრის" 15-18 აგვისტოს გამოკითხვის თემას - "გავლენიანი ოპოზიციონერი" - 535 რესპონდენტი გამოეხმაურა. კითხვა ასეთი იყო: "თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერი?"
მკითხველს რედაქციის მიერ შეთავაზებული ჩამონათვალის მიხედვით უნდა შეედგინა რეიტინგი, სადაც მაქსიმალური შეფასებაა 9, ხოლო 
მინიმალური - 1 ქულა. 
გამოკითხვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეიტინგული მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალო ქულას, რომლის მიხედვითაც შედგა რეიტინგი:

1. პაატა ბურჭულაძე 7.00
2. ირაკლი ალასანია 6.95
3. ნინო ბურჯანაძე 6.19
4. დავით ბაქრაძე 5.92
5. ირმა ინაშვილი 5.89
6. გიგა ბოკერია 5.20
7. ზურაბ ჯაფარიძე 2.72
8. ნიკა მელია 2.60
9. კახა კუკავა 2.53