სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს.
პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, ალექსი ადამია საკუთარი სახლის ეზოდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აიყვანეს. მისივე შეფასებით, ეს მიზანმიმართული ქმედებაა.
„ალექსი საკუთარი სახლის წინ იდგა არასრულწლოვან ბავშვთან ერთად. მივიდა პოლიცია სუს-ის მანქანით და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა. სამართალდამცველები არ გვეუბნებოდნენ, თუ სად იყო დაკავებული გადაყვანილი. პოლიციაში მივედი, როგორც ალექსის ადვოკატი, თუმცა მასთან შეხვედრის და საუბრის უფლება არ მომცეს.დაკავებული უკანა კარებიდან გააპარეს. ეს ხდება მიზანმიმართულად - ჩვენი ახლგაზრდული ფრთის დასაშინებლად,“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ბექა ბასილაიამ.
მისივე ინფორმაციით, დაკავებული სენაკის პოლიციაშია გადაყვანილი.
პოლიციაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.