პლენუმის სხდომაზე სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ შედეგებს განიხილავენ

პლენუმის სხდომაზე სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ შედეგებს განიხილავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში, პლენუმის სხდომაზე, სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგებს დღეს განიხილავენ. 
მოსამართლე მერაბ ტურავას ინფორმაციით, სხდომა  15:30 საათზე გაიმართება. 

"შემატყობინეს, რომ დღეს, 15:30 საათზე საორგანიზაციო პლენუმის სხდომა გაიმართება. კონკრეტული სარჩელის, საქმის განხილვა არ მოხდება. ეს იქნება საორგანიზაციო პლენუმი. როგორც ჩემთვის წინასწარ იყო ცნობილი, ალბათ, იქნება სამუშაო ჯგუფის შედეგების განხილვა, რომელიც რამდენიმე თვის წინათ შეიქმნა. ასევე იქნება საუბარი გრაფიკზე და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე. თუმცა, კონკრეტულად ჩემთვის უცნობია, რა საკითხები განიხილება", - განაცხადა ტურავამ.