გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატი–ვალერი გელაშვილი წარუდგინა

გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატი–ვალერი გელაშვილი წარუდგინა

ხაშურმა უნდა დაიბრუნოს ის ლოჯისტიკური, სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ამით განსაკუთრებულიმნიშვნელობა შეიძინოს  ქვეყნის ეკონომიკურ აღმასვლაში,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა  ხაშურში, მოსახლეობასთანგამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატი–ვალერი გელაშვილი წარუდგინა და ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმა გააცნო.
მისი თქმით, მომავალი ოთხი წელი სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იქნება.
„ჩვენ არ გვაქვს ნაპრალი მოსახლეობასთან, ჩვენ ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორც  თითოეული თქვენგანი, ამიტომ ჩვენკარგად ვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაპირებთ მომავალი 4 წლის გავლას და სრაფინაბიჯებით, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებით ეკონომიკაში,  განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურისმოდერნიზაციით...მომავალი 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს დამატებით, ვიდრე დღეს ხმარდებაინფრასტრუქტურას.  ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს არის შესაძლებელი და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. არჩევნების მეორე დღიდანვეჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას,“–აღნიშნა პრემიერმა.
პარტიის თავმჯდომარემ  წინასაარჩევნო პროცესის თავისუფალ და ღია გარემოში მიმდინარეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტი  მოქალაქეების ღირსება და თავისუფლებაა.
 „თქვენ ძალიან კარგად იცით რაც ხდებოდა ხაშურში 2012 წელს. ბატონმა ვალერი გელაშვილმა საკუთარ თავზე იწვნია უსამართლობა,სახელმწიფო აპარატის წნეხი და ფიზიკური გადაგურების საფრთხის წინაშეც იდგა. მან ძალიან კარგად იცის, რა არის ადამიანის ღირსება და ვაჟკაცობა და სწორედ  ის კაცია, რომელიც ვაჟკაცურად დაუდგა იმ უსამართლობას, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენსქვეყანაში,“–განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოებისკონსოლიდაციით, 4 წლის თავზე თვისობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ.

ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრსა და „ქართულიოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მისი კანდიდატურის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
„ხაშურში უკვე  მეოთხედ ვიყრი კენჭს.  სამჯერ, თქვენთან ერთად, ბრძოლით, გავიმარჯვეთ უსამართლობის წინააღმდეგ. მეოთხედაც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანაში არსებული სამართლიანი არჩევნების პირობებში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამ ოთხიწლის განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად შევეცდები მაქსიმალურად შევქმნათ სამუშაო ადგილები, რათა ყველა ოჯახში შევიდესკეთილდღეობა. ყველას უღრმეს მადლობას გიხდით აქ მობრძანებისთვის. ჩვენ 8 ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ“,-განაცხადავალერი გელაშვილმა.