ოზურგეთის მუნიციპალტეტის გამგებელმა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ოზურგეთის მუნიციპალტეტის გამგებელმა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერაბ ჭანუყვაძე  სოფელ ნაგომარში, დაბა ნარუჯასა და ნატანებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაესწრო.

სოფელ ნაგომრის ერთკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას შპს „პირამიდა PR”  ახორციელებს. მიმდინარეობს გზის მშენებლობის პირველი ეტაპი. პროექტი დაფინანსდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 207 871  ლარს შეადგენს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სრულდება რკინა-ბეტონის გზების მოწყობა დაბა ნარუჯაში. ბეტონის გზები რამდენიმე უბანში რთულ საგზაო მონაკვეთებზე მოეწყო.

დასრულდა ბეტონის საფარის მოწყობა  ნატანების თემში.  ლეკურაში რკინა-ბეტონის გზა 5 ადგილზე დაიგო. საერთო ჯამში ნატანებში 560 გრძივი მეტრი რკინა-ბეტონის გზა მოეწყო. შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 83 312 ლარს შეადგენს. სამუშაოები შპს „უნივერსალმა“ შეასრულა.

„ინფრსტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში  ოზურგეთის რამდენიმე სოფელში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფლებში გზების, ხიდების, მილხიდების, სანიაღვრე არხებისა და წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. სოფლის პროექტები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ცენტრალიზებულად დაფინანსებული პროექტები კი  მომავალ წელსაც გაგრძელდება,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.