GFK-ის კვლევის მიხედვით, ”ქართული ოცნების” რეიტინგი 35.9 %, ”ნაციონალური მოძრაობის” კი - 34.2 %-ია

GFK-ის კვლევის მიხედვით, ”ქართული ოცნების” რეიტინგი 35.9 %, ”ნაციონალური მოძრაობის” კი - 34.2 %-ია

გერმანული სოციოლოგიური კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის მიხედვით, ”ქართული ოცნების” რეიტინგი 35.9 %, ”ნაციონალური მოძრაობის” კი - 34.2 %-ია.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგში სხვა პოლიტიკური ძალების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება: ”სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე”- 9.8%; ”ლეიბორისტული პარტია”- 5.4%; ”თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია”- 4.5%; ”პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი” - 2.4%; ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”- 2.2%; ”რესპუბლიკური პარტია”- 0.7%; ”პოლიტიკური ცენტრი -გირჩი” - 0.5%; ”ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე” - 0.5%.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის დაკვეთითაც აღნიშნული კვლევა ჩატარდა, ხაზს უსვამს, რომ „გირჩი“, გიორგი ვაშაძის და პაატა ბურჭულაძის პარტიები საველე სამუშაოების დაწყებისას ცალ-ცალკე სუბიექტები იყვნენ, ხოლო ”რესპუბლიკელები” ჯერ კიდევ მთავრობაში.

კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. როგორც „რუსთავი 2“ განმარტავს, ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.