GFK-ის კვლევის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 25.8% მისცემდა ხმას, ”ნაციონალურ მოძრაობას”- 25.5%

GFK-ის კვლევის მიხედვით, 8 ოქტომბრის არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა 25.8% მისცემდა ხმას, ”ნაციონალურ მოძრაობას”- 25.5%

გერმანულმა კომპანია GFK-მ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე: თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მიცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

”ქართული ოცნება”- 25.8%; ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 25.5%; ”სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე”- 6.9%; ”ლეიბორისტული პარტია” - 3.7%; ”თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია”- 2.9%; ”პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი”- 1.6%; ”ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა” - 1.4%; ”რესპუბლიკური პარტია” - 0.5%; ”პოლიტიკური ცენტრი გირჩი”- 0.4%; ”ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე” - 0.4%;

არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 3.0%; ჩატარებული გამოკითხვისას პასუხზე უარი განაცხადა 7.7%-მა; კატეგორია „მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია“ აირჩია 19.0%-მა;

კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით მთელი საქართველოს მასშტაბით 2200 ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხვის შედეგებს კვლევის დამკვეთი - ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აქვეყნებს. ამავე არხის ინფორმაციით, გერმანულ-ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.