„ბიბისი“:  თურქეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაცხრილა

„ბიბისი“: თურქეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაცხრილა

თურქეთმა სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაცხრილა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, სამხედროებმა ასევე, დარტყმები ქურთი მეამბოხეების პოზიციებზეც მიიტანეს.

როგორც მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში ანკარის მიერ მხარდაჭერილი სირიელი აჯანყებულები სირიის ჩრდილოეთში შეტევით ოპერაციას დაიწყებენ.

არსებული ცნობით, ამჟამად თურქეთის ქალაქ ღაზიანტეპში 1 500-მდე სირიელი აჯანყებული იმყოფება და ოპერაციისთვის ემზადება.