ჟან-კლოდ იუნკერი:   საზღვრები ყველაზე ცუდი გამოგონებაა

ჟან-კლოდ იუნკერი: საზღვრები ყველაზე ცუდი გამოგონებაა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ნაციონალიზმზე და ფოკუსირება ევროკავშირის სარგებელზე გააკეთონ.

როგორც euroline.ge წერს, ავსტრიაში ვიზიტით მყოფმა იუნკერმა ასევე აღნიშნა, რომ “საზღვრები ყველაზე ცუდი გამოგონებაა, რაც კი ოდესმე პოლიტიკოსებს მოუგონიათ”.

მისივე თქმით, ევროპა არ უნდა აჰყვეს პოპულისტების ლოზუნგებს.

“იმისთვის, რომ გადავკეტოთ პოპულიზმი, ჩვენ ვალდებული ვართ, არ ავყვეთ პოპულისტებს”, - დასძინა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ევროქვეყნების მხრიდან მკაცრი სასაზღვრო კონტროლის დაწესებაც გააკრიტიკა. მისი თქმით, კონტინენტი სისხლისღვრის რისკის წინაშეა.