(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)
საერთოდ, სააკაშვილით მინდოდა დამეწყო, გამეგრძელებინა ბობოხიძით, მიმეყოლებინა უგულავა და დასასრულისკენ ერთი ახალი ანეკდოტიც შემომეთავაზებინა, თუმცა სხვა წინა კვირასთან შედარებით ეს წინა კვირა ბევრად ანეკდოტური აღმოჩნდა და გადავწყვიტე, რომ პიდაპირ ანეკდოტით დავიწყო.
ტიპი მამაოსთან მივიდა – ზეთი მაცხეო. „ეზიარე?“– ეკითხება მამაო.“არა“. „მარხვას იცავ? „არა“. „ლოცვებს კითხულობ?“. „არა“. „მონათლული ხარ?“ – ისევ ეკითხება მამაო. „არა“ – პასუხობს ეს და მამაოს გაუკვირდა: „აბა, ზეთის ცხება რად გინდა, ჭრიალებ?“
წუთისოფელი ჭრიალებს, დრო მიდის, დრო მიდის...
დრო მიდის და ტალეირანის თქმისა არ იყოს (ბურბონებზე რომ თქვა), რეგიონს არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენმა სამხრეთ–აღმოსავლეთელმა მეზობლებმა ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს.
გასულ კვირაში ამბავი გავიგეეე... აი,ისიც:
„უკანასკნელ პერიოდში სომხეთში აქტიურად განიხილავენ ნოეს კიდობანის აგების საკითხს, რომელიც ბიბლიური ნაგებობის იდენტური სიდიდის იქნება. ერევანში გამომავალი გაზეთის „ექსპრესის“ ინფორმაციით, კიდობანი ერევანში გამარჯვების მოედანზე განთავსდება. პროექტის მიზანია შეახსენოს მსოფლიოს, რომ წარღვნის შემდეგ კაცობრიობამ სიცოცხლე სომხეთიდან, არარატის მთებიდან, დაიწყო. მიზნის განხორციელებაზე გავლენიანი სომხებისგან დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი მუშაობს.
გამოცემა პროექტს „გაუაზრებელს“ უწოდებს და მსგავს იდეებს გაუმართლებლად მიიჩნევს. იგი ცდილობს ინიციატორებს შეახსენოს, რომ ქრისტიანების გარდა, არსებობს სხვა აღმსარებლობის ხალხი, რომლებიც ბიბლიურ თქმულებას არ იზიარებენ. მუსულმანებს, ბუდისტებსა და სხვა მრწამსის მიმდევრებს კაცობრიობის განვითარების ისტორია განსხვავებულად წარმოუდგენიათ. ამასთან, „ექსპრესი“ სვამს კითხვას, თუ რატომ უნდა იქცეს ებრაელი ნოე სომხურ ბრენდად.
მარტში საინიციატივო ჯგუფის პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას სომეხმა მწერალმა მერუჟან ტერ-გულანიანმა განაცხადა, რომ „კიდობანი უფლის მიერ რჩეული ერისთვის ბოძებული გზავნილია, რომლის გახსნის დროც დადგა.“ ტერ-გულანიანის თქმით, კიდობანი საგანმანათლებლო ობიექტი იქნება, სადაც საღამოობით ლექციებს თვით ნოე წაიკითხავს. პროფესორის ბოლო ფრაზამ დამსწრე საზოგადოებაში მხიარულება გამოიწვია. ოთხსართულიანი შენობის სიმაღლის ნაგებობა „სომხეთის დედის“ მონუმენტს(„ქართლის დედის“ ანალოგი) და აზათუთიანის პროსპექტზე მდებარე ობელისკს გადაფარავს...“
კომენტარი ზედმეტია? ზედმეტია–მეთქი?! ჰა? ვერ გავიგე. არადა, გაგებაა მთავარი... ის თუ გაიგეთ, ამ ორი კვირის წინ თბილისელი სომხების საძმომ თბილისში დაბადებული ცნობილ სომხებისთვის მემორიალური დაფის გახსნა რომ მოითხოვა? ანაც,კიდევ რამდენიმე დღით ადრე ერთი გნიასი რომ ატეხეს, გენოციდის ამბავში ძეგლი დაგვადგმევინეთო!
იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ძაან შორს გაუბერეს – აქვეო, ავლაბარშიო. ვაჰ, მაგათი გამკვირვებია – ხომ აშენდა ავლაბარში სააკაშვილის რეზიდენცია! თბილისში დაბადებული ცნობილი სომხების მემორიალური დაფაც ეგ არის და გენოციდის მსხვერპლთა ძეგლიც, რომელშიც ბინა აბორტის მსხვერპლს დაუდევს. იცით, ვისაც ვგულისხმობ და ისიც ვიცი, რომ ბევრი მისაყვედურებს – რაც არ უნდა იყოს, სახელმწიფოს სიმბოლოაო.
არ გვაქვს, ბატონო, სახელმწიფო. საზღვრები დარღვეულია, კონსტიტუცია – გაუპატიურებული, ჯარი სხვის მტრებს ხოცავს, პარლამენტში თვითონ ხოცავენ ერთმანეთს, ვალუტა არის, მაგრამ არა ყველასთვის... რაღა დარჩა? დარჩა პრეზიდენტი, რომელთანაც დაგვრჩა მხოლოდ ერთი კითხვა – იმ დღეს მთვრალი იყო თუ კაიფში?
უი... ერთი სიმბოლო დამავიწყდა – ხერხემალი, თუმცა გასულ კვირაში ერთი კითხვის ნიშანი ხერხემალთან დაკავშრებაითაც გაჩნდა – ხუ იზ ხუ? ანუ – ვინ არის ვინ? და, კიდევ ერთი ანუ – ვინ არის ხუ?
ვინ არის ხერხემალი? ან – რა არის ხერხემალი?
„ენერგეტიკა არის საქართველოს წარმატების და დამოუკიდებლობის ხერხემალი“ – თქვა გასულ კვირაში მიხეილ სააკაშვილმა და აღიარა, რომ დამოუკიდებლობა მისთვის არის „ღვინო, დუდუკი, ქალები“. „ჩვენ გავუგეთ დამოუკიდებლობას გემო – ნერწყვი ღრმად გადაყლაპა მაღალმა – 2005 წელს, ერთ დღეს, გაგვითიშეს ყველა გაზსადენი და ელექტროსადენი და ჩაგვაბნელეს. ჩვენ, რომ დღეს კიდევ იმათზე ვიყოთ ჩამოკიდებული, შეგვეძლო ხელი დაგვექნია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ისევ იმათი ჩექმები გველოკა, როგორც მათ უნდოდათ“.
ჩექმებიც ულოკია თურმე...
ოღონდაც პროფესორი დედის პოლკოვნიკ ძმას ასიამოვნო და, რას არ გააკეთებ კომკავშირელი კაცი...
ჰო, მაგრამ, ხერხემალი?.. როგორ, ვანო აღარ არის ხერხემალი? ნუთუ, დაგვავიწყდა „ბატონი ვანო“? ჯონდისაც დავიწყებია... ჩვენ გვახსოვს და ამაზე ეს სათაურებიც მეტყველებს:
„ვანო მერაბიშვილი მზადაა „რუს მეგობრებს“ პოლიციის რეფორმირებაში დაეხმაროს“.
„ვანო მერაბიშვილი: მშიშარა ჩინოვნიკის ადგილი საქართველოს ხელისუფლებაში არ არის“.
„ვანო მერაბიშვილი: „ოკუპირებულ ტერიტორიებთან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში არც ერთი პოლიციელი არ დაღუპულა“.
„ვანო მერაბიშვილი: „ბოლო სამი წლის განმავლობაში პოლიციელებსა და კრიმინალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება არ ყოფილა“.
„ვანო მერაბიშვილი: „პოლიცია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რეიტინგულია“.
„ვანო მერაბიშვილი გამჭვირვალე შუშის პოლიციის შენობების ექსპორტს მინიმუმ 5 ქვეყანაში აპირებს“.
„ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში ყოფნას ჯონდი ბაღათურიაზე „ცოტა დიდხანს“ აპირებს“.
კომენტარი, რომელიც სულაც არ არის ზედმეტი, თქვენთვის მომინდია, მაგრამ იმას რა ვუყოთ, ხერხემალმა რომ გაიტკაცუნა – რა მოხდა მერე, თუ ფული რუსული იქნება, ფულს სუნი არ ასდისო.
ასდის და მერე როგორ! ყარს!!! უფრო მეტად ყარს, ვიდრე ჩოყლაყისგან შეშინებული გურამ ჩახვაძე, რომელსაც ნუგზარ წიკლაური რამდენიმე დღის განმავლობაში ასწავლიდა, თუ როგორ უნდა გამოეთქვა მარტივად ის რთული წინადადება, რომელიც გასულ კვირაში თქვა: „თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვა, საქართველო დამოუკიდებლობას დაკარგავს“.
გეუბნებით – კლავიატურაზე ჩახვაძის გვარ–სახელს რომ ვკრეფ, მაშინვე რაღაც მყრალი სუნი დგება ხოლმე. აი, ახლაც... კლავიატურა იქით იყოს და, წარმომიდგენია, რა ხდება პარლამენტში! პარლამენტში კი, აი რა ხდება:
„მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ჯონდი ბაღათურიას სომეხი უწოდა და გვარიც „გადაუკეთა“. პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შემდეგ აზერ სულეიმანოვმა სიტყვით გამოსვლა მოითხოვა და ბაღათურიას, „ბაღათურიანი“ უწოდა. „ჩვენი სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“, - განაცხადა სულეიმანოვმა“.
იცით, ალბათ, რაც მოხდა – ჯონდიმ, რადგან ჩერქეზების გენოციდი ვაღიარეთ, ბარემ სომხების გენოციდიც ვაღიაროთო. ამის შემდეგ იყო ეს: „დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა მას სხდომათა დარბაზიდან ერთ-ერთი ნივთი ესროლა და ჭიქის სროლაც მოინდომა, თუმცა მანდატურმა შეაჩერა. ბაღათურიამ კი სულეიმანოვს, იგივე ნივთი უკან ესროლა. ბაღათურიასთან ფიზიკური დაპირსპირება შემდეგ უმრავლესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ სცადა. თუმცა დეპუტატებმა სიტუაცია განმუხტეს“.
ჯონდი ბაღათურიანი... ეს სულეიმანოვი რა ყოფილა, მაგრამ ბოლომდეც ვერ ყოფილა. ეტყობა არ იცის, დაჟეჟილს გატეხილი რომ ჯობია, თორემ რომ ცოდნოდა, პირველ ჩვენებას ბოლომდე მიაწვებოდა – ჯონდი ბაღათურიანი კი არა, ჯონდიკ ბაღათურიანი, აშოტ მალაშხიანი, ბაჩოკ ახალაიანი.
თუ სულეიმანოვისთვის სომხობა სამარცხვინო რამ არის, ლოგიკურია რომ აზერბაიჯანლობა კომპლიმენტი იქნება. დავით ბაქარ იბნ ქლიბ ოღლუ – ეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სრული სახელია, რასაკვირველია – სულეიმანოვის ვერსიით.
ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ვერსია და, ყოველი შემთხვევისთვის, გვქონდეს სულეიმანოვის ვერსიაც. სულეიმანოვის ვერსია გვქონდეს ჩვენ, ხოლო სულეიმანოვის ვაზელინი ისევ იქ აგდია, პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არავინ აიღო, არა იმიტომ, რომ სხვისი ნივთების აღება მიაჩნიათ სამარცხვინოდ, ანაც ვაზელინი არ ჭირდებათ! თავისიც ბევრი აქვთ და რომც არ ჰქონდეთ, არც ეგ არის მათთვის ტრაგედია – გაეხახუნე გიგი წერეთელს და მერე ყველაზე ვიწრო ხვრელშიც კი იოლად შესრიალდები.
„მზად ვარ, მოვიჭრა და გავუგზავნო მათ ჩემი სხეულის ის ნაწილები, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოხატეს ინტერესი, ოღონდ მათ გაიყვანონ აქედან თავიანთი ჯარები, საქართველოს მრავალეთნიკურ მოსახლეობას მისცენ საშუალება, განვითარდეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – თქვა მიშამ და საზოგადოებაში ჯერ კიდევ გრძელდება დისკუსია, თუ რას წარმოადგენს ამ სიტყვების ავტორი – თანამდებობისთვის შეუფერებელს, კარგ ვაჟკაცს, არაადექვატურს თუ მთვრალს.
მე კი მგონია, რომ იმას, რაც ქვემოღვრისნეხვში ჩასული ერთი მსახიობის თეატრის ერთადერთ მსახიობს დაუძახეს დარბაზიდან (რადიო 105).
უხ მიშა, შენი მსახიობი... შუბა დავხიე!!! შენ არ იყავი, საქართველოს რომ მოაჭერი და რუსებს გაუგზავნე ქვეყნის „ის ნაწილები, რომლის მიმართაც არაერთხელ გამოხატეს ინტერესი“?!
არ თქვა – არაო. დავიგინები და შეგეწერება. შეგეწერება და იქნებ გესიამოვნოს კიდეც, მაგრამ – ტეხავს, მაგრად ტეხავს (რადიო 105).
ახლა, ისიც გავიხსენოთ, რა ასწორებს და ვინ გაასწორა გასულ კვირაში.
„საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში თბილისსა და კაიროს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა გიგი უგულავამ და კაიროს მერმა აბდელ კავი ჰალიფამ მოაწერეს ხელი. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების 6-ე საერთაშორისო ფორუმი სასტუმრო „რედისონში" გიგი უგულავამ გახსნა. გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო ტრანსპორტის, დასუფთავების, ბიზნესისა და ქალაქის ინფრასტუქტურის საკითხებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ქალაქის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, კიდევ ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს“ – ასეთი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა და უმადური ვიქნები, რომ არ აღვნიშნო. როგორც შევარდნაძე ამბობდა და როგორც სააკაშვილი იმეორებს – ამის არდანახვა შეუძლებელია.
დავფიქრდები, და უკვე ვხედავ ხეოფსის პირამიდასთან დაძმობილებულ იუსტიციის სახლს, ტუტანჰამონთან დაძმობილებულ გიგა ბოკერიას, ნეფერტიტთან ჩახუტებულ ხათუნა გოგორიშვილს და კლეოპატრასთან გამიჯნურებულ პალიკო კუბლაშვილს. ანქსუნამუნს ვერ ვხედავ.
მაგრამ, ჯერ ხოსნი მუბარაქთან გაიგივებული მიხეილ სააკაშვილი დავინახე, დავინახე ძალიან ნათლად და მადლობა, მიშა!!! „ვარდების რევოლუცია“ რომ არ მომხდარიყო, ვიჯდებოდით ახლა აბსოლუტურ სიბნელეში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრისას განაცხადა.
კი არ ვიჯდებოდით, არამედ – ვისხდებოდით და, ეგეც არ იყოს, „ვისხდებოდით“ გრამაფონშია და ისიც ხომ ვიცით, რომ რაც უფრო დიდ ხანს ვზივართ ანთებულ ნათურასთან, მით უფრო მეტი ნაგავი გროვდება ქვეყანაში – შუქი ჩააქრე, ნაგავს წერს.
რომელმა ნაგავმა დაწერა „მიშა მაგარია“?
არადა, მართლა მაგარია, ოღონდ – მაგარი რა?
თავხედი, ნაგლი... მაგარი მთვრალი... მაგარი შლოპანცი...
მაგარი შლოპანცი!!! და, ჩვენ კვერცხები გამოვდივართ, ლაყე კვერცხები.
„მანქანა რომ დაგჯახებოდა, სანამ თავს არ წამოყოფდი და იტყოდი, რომ ჯიბეში ფული გაქვს, არ მოდიოდნენ შენს წასაყვანად. დღეს, ვისაც ეს საავადმყოფოები აღიზიანებს, ყველაზე მეტად აღიზიანებს ის, რომ, საქართველოს ყველა მშრომელი ადამიანისთვის ეს არის. მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ კარგ ქუჩაზე, მხოლოდ იქ იყო დაგებული ასფალტი, მხოლოდ იქ იყო დენი, მხოლოდ მათი შვილები დადიოდნენ უკეთეს სკოლებში და მხოლოდ მათ შეეძლოთ მკურნალობა ნორმალურ ადგილებში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“ – გურჯაანის საავადმოყოფოს ეზოში შეკრებილ კვერცხებს უთხრა შლოპანცმა.
გასულ კვირაში, თურმე, ჩინეთში ქათამმა წიწილა გააჩინა და მშობიარობას გადაყვა. ამდენი კვერცხებისა და ერთი წყვილი შლოპანცის გაჩენას გადაყვა მთელი საქართველო. მთელი საქართველო და დამოუკიდებლობის იდეა, რომელსაც დაშნაკჩოყლაყმა ზუსტად გაუგო მთელი პიკანტური გემო და მუღამი.
ჩოყლაყმა და სხვებმაც.
მაგალითად – შოთა მალაშხიამ, რომელსაც ამ წერილთან დაძმობილებულ ილუსტრაციას ვუძღვნი.
– სად ხარ, შოთა?
პასუხი არ არის.
– სად ხარ, შოთა?
პასუხი არ არის, მაგრამ მოძმე სააგენტო მიმანიშნებს:
„როგორც „ინტერპრესნიუსს“ ე.წ. მიხეილის საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა იოსებ კუტუბიძემ განუცხადა, მიმდინარე წელს ქვეწარმავლის მიერ ადამიანის დაგესვლის პირველი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა.
კუტუბიძის ინფორმაციით, გუშინ დედოფლისწყაროს რაიონში გიურზამ მწყემსს ფეხზე უკბინა და პაციენტის თბილისში გადმოყვანა აუცილებელი გახდა“.
კახეთში ყოფილა შოთა მალაშხია.
მე კიდევ, ქუთაისში მეგონა.
ს.ა.ჰ. (საქანელა ავლაბარშიც ჰკიდია) – თოკი გაქვს სადმე? – ტაბისონაშვილსა ვკითხე.
– თოკი?.. თოკი!.. თოკი, თოკი, თოკი... ჰო, მაშა! ე მანდ არის, მსხლებშუა საქანელა ჰკიდია, კაი თოკებია.
მივედი მსხალთან, ვეება საქანელა ეკიდა, სამი კაცი შეჯდებოდა ზედა. საქანელას თოკები დავაჭერი და წამოვიღე.
– ოთხზე დადექი
დადგა ტაბისონაშვილი ოთხზე. გავთოკე. კარგა გამოვიდა – ოთხით მარდად ივლიდა, მაგრამა ვერც ზეზე ადგებოდა და ვერც სხვას რასმე მოახერხებდა. ალაზანზე ვირებსა ვთოკავდით ეგრე.
(ჭაბუა ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“)