საქართველოში გაძლიერდება პროდასავლური პოლიტიკური ცენტრი, რომელიც იქნება ალტერნატივა დღევანდელი თუ წინა ხელისუფლების

ჩემი მოლოდინია, რომ საქართველოში გაძლიერდება პროდასავლური პოლიტიკური ცენტრი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური პლატფორმა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაერთიანების მთავარი მიზანი არის საერთო ხედვა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და შიდა პრობლემების მოგვარების გზებთან მიმართებით. ჯაფარიძის განცხადებით, ისინი მზად არიან კვლავინდებურად მოლაპარაკებები აწარმოონ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, თუკი მათთან საერთო ხედვები ექნებათ.

„ჩემი მოლოდინია, რომ საქართველოში გაძლიერდება პროდასავლური პოლიტიკური ცენტრი, რომელიც იქნება ალტერნატივა დღევანდელი თუ წინა ხელისუფლების. ჩვენი კარი სხვებისთვისაც ღიაა, ვისაც აქვს დასავლური ხედვა და იზიარებს ჩვენს შეხედულებას, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ ქვეყანაში არსებული პრობლემები, მათ შორის, ეკონომიკური საკითხები“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.