ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა

ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ოლიმპიადაზე მე-5 ადგილი დაიკავა

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა. 

მანამდე ზაზა ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალისტებს შორის რიგით მეოთხე საუკეთესო დრო აჩვენა.