ცენტრ პოინტის“ საქმეზე სამივე ბრალდებული - მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტაცია არ გაიზიარა.
უფრო კონკრეტულად, ადვოკატები ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 ათას-ლარიანი გირაოთი შეცვლას, გუკა რჩეულიშვილისთვის 100 ათას ლარიანი გირაოს, მაია რჩეულიშვილისთვის კი 250 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.