თურქეთის აღმოსავლეთ პროვინციებში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის დონის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან პროვინცია ელაზიგს ეწვია, სადაც რამდენიმე საათის წინ ძლიერი აფეთქება მოხდა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.
მისი ცნობით, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა. 14 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 3 ძლიერი აფეთქება მოხდა.