რუსეთში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ არასასურველ ორგანიზაციად ცნეს

რუსეთში „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ არასასურველ ორგანიზაციად ცნეს

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“, რომლის დირექტორიც ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინია, რუსეთში „არასასურველ“ ორგანიზაციად ცნეს.
რუსეთის პროკურატურის ცნობით, ინსტიტუტის მუშაობა „რუსეთის კონსტიტუციური წყობისთვის და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ორგანიზაციის მთავარი მიზანი ცალკეული ქვეყნების დახმარებაა დემოკრატიის მშენებლობის საკითხში და ის მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან. რუსეთში „საერთაშორისო ინსტიტუტი“ 1992 წლიდან მუშაობს. 

„საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან“ ერთად, არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა „ინვესტირების ფონდიც“, რომელიც მედიასაშუალებებს მხარდაჭერას უწევს და ევროპასა და აშშ-დან ფინანსდება.