„ცენტრისტები“ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ხელისუფლებასთან ბრძოლას გაბედავს“, თანამშრომლობას სთავაზობს

„ცენტრისტები“ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც „ხელისუფლებასთან ბრძოლას გაბედავს“, თანამშრომლობას სთავაზობს

პარტია „ცენტრისტები“ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათთან ერთად „ხელისუფლებასთან ბრძოლას გაბედავს“ თანამშრომლობას სთავაზობს. 
ამასთან დაკავშირებით განცხადებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლადო ბედუკაძე აკეთებს. 
„ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასთან " და მათ სატელიტებთან ერთად არაკანონიერად ცდილობს არ დაუშვას ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა,რადგან იციან, რომ ეს არჩევნები მათთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდება.
მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომლებიც გაბედავს ჩვენთან ერთად ხელისუფლებისთვის ბრძოლას, თანამშრომლობისაკენ“, - აცხადებს ბედუკაძე.
როგორც ცნობილია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, „ცენტრისტები“ ორი დღის წინ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნა.