უკრაინის ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა კვლავ შეფერხდეს

უკრაინის ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა კვლავ შეფერხდეს

კრაინის ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა კვლავ შეფერხდეს. როგორც euroline.ge წერს, უკრაინის მთავრობამ 15 აგვისტოს საჯარო მოხელეთა დეკლარაციების ელექტრონული სისტემა წარადგინა, რისი დანერგვაც ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის სავიზო ლიბერალიზაციის დაწესების თვალსაზრისით უკანასკნელი კრიტერიუმი იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სისტემა გაუმართავია და მის ფუნქციონირებას ტექნიკური პრობლემები ახლავს. 
„სისტემის აწყობა დაკავშირებულია არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლასთან, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მორიგი ტრანშის მიღებასთანაც“, - წერს euroline.ge. 
უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციამ სისტემის გაუმართაობის გამო განაცხადა: “ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ არასრული სისტემის ამოქმედებით”.
ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=10803