ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში მეორე აფეთქება მოხდა. ამჯერად დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილებასთან თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ელაზიგში აფეთქდა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაღუპულია 3, დაშავებულია 120-ზე მეტი ადამიანი.
როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა სააგენტო „ანადოლუს“ განუცხადა, აფეთქების უკან თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.
რამდენიმე საათის წინ დანაღმული ავტომობილი პროვინცია ვანში აფეთქდა.