თურქეთის ქალაქ დიარბაკირში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის ქალაქ დიარბაკირში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის ქალაქ დიარბაკირში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. 
ტელეკომპანია „ალ ჯაზირას“ ცნობით, დაღუპულია 7 ადამიანი. თავის მხრივ, თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, რომ დაშავებულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 3 დაღუპულსა და 40 დაშავებულზე.
პროვინცია ვანის ქალაქ დიარბაკირში დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილების შენობასთან გუშინ  აფეთქდა.
პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.