ცხინვალის რეჟიმის ცნობით, ყოველდღიურად საქართველოდან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 200-მდე ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შედის

ცხინვალის რეჟიმის ცნობით, ყოველდღიურად საქართველოდან ე.წ.სამხრეთ ოსეთში 200-მდე ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შედის

ახალგორის რაიონში მდებარე მოსაბრუნის (რაზდახანის) გამშვები პუნქტის გავლით, ყოველდღიურად საქართველოდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 200-მდე ტონა სასოფლო -სამეურნეო პროდუქცია შედის, - ამის შესახებ „სპუტნიკ ოსეტია“ იტყობინება. მათივე ინფორმაციით, პროდუქციის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ახალგორის რაიონის დე ფაქტო პოლიციის უფროსმა რობერტ ბიტაროვმა რაიონში ვიზიტით მყოფ დე ფაქტო ვიცე-პრემიერ დმიტრი კოზაევს მიაწოდა.

როგორც „სპუტნიკ ოსეტია“ წერს, ვიზიტის ფარგლებში კოზაევმა დაავალა „უწყებას“ გაარკვიოს, „რატომ იყიდება საქართველოდან „სამხრეთ ოსეთში“ შეტანილი სასოფლო- სამეურნეო პროდუქცია თვითღირებულებაზე 3-4 ჯერ უფრო ძვირად“.

ამის გასარკვევად ერთი კვირის განმავლობაში „მოსაბრუნის“ პუნქტზე ოსი მესაზღვრეები და მებაჟეები, ასევე ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლები მონიტორინგს ჩაატარებენ.

მოსაბრუნის გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად 700-მდე ადამიანი კვეთს.