ესპანეთის მეფის ხუან კარლოს პირველი ცხოველთა სამყაროს მსოფლიო ფონდის (WWF) ორგანიზაციის საპატიო თავმჯდომარეა. მიუხედავად ამისა, ის ხშირად ხდება ამ ორგანიზაციის მწვავე კრიტიკის საგანი. ყველაფერი კი, იმითაა გამოწვეული, რომ ხუან კარლოსს ძალიან უყვარს ნადირობა, განსაკუთრებით კი სპილოებზე. ცოტა ხნის წინ, ესპანეთის მეფე სამხრეთ აფრიკულ სახელმწიფოს სპილოებზე სანადიროდ ეწვია. ნადირობის ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში გავრცელდა და მას, ისევ, მწვავე რეაქცია მოჰყვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანეთის მეფე, სპილოებს, პირდაპირი გაგებით, ხოცავს.
WWF-ში აცხადებენ, რომ სპილოებზე ნადირობით მან ორგანიზაციის რეპუტაციას ზიანი მიაყენა. ასოციაციის მიერ მონარქის რეზიდენციაში გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ათობით ათასმა ადამიანმა ხუან კარლოს პირველის ქმედება დაგმო და ისინი WWF-ის თავმჯდომარეობიდან მის გადადგომას მოითხოვენ.
ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ბასკოვ პაჩი ლოპესმა მეფეს საკუთარი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.