თურქეთში, ვანის პროვინციაში აფეთქება მოხდა. დაღუპულია 3 და დაშავებულია 40 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა პოლიციის შენობასთან მოხდა, რაც ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილის საშუალებით განახორციელეს.
პოლიცია მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობის ზრდას ვარაუდობს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.