სუს-ი მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის” წევრებზე ზეწოლას უარყოფს

სუს-ი მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის” წევრებზე ზეწოლას უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის” ბრალდებებს, პარტიის წევრებზე ზეწოლის შესახებ, არ ადასტურებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. 

პარტიის წევრებზე სუს-ის ზეწოლის შესახებ დღეს მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” წევრმა მერაბ მეტრეველმა ისაუბრა. 
”ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სუს-ის ერთ-ერთი გაზეთის და ხელისუფლების მიერ ფორმირებული პიარ ჯგუფის მიერ მოხდა ბინძური შეტევა ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. მათი პირადი ძალისხმევით ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას გადაეკეტა რამდენიმე ლეგალური საფინანსო არხი. თუმცა, ყველა არხის გადაკეტვა ვერ მოხერხდა, რადგან ვხედავთ, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც არ მოექცნენ ფინანსური და ფიზიკური წნეხის ქვეშ.

ჩვენ მივმართავთ სრულიად საქართველოს მასშტაბით ჩვენს მხარდამჭერებს და წევრებს - ვწუხვართ, რომ ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრს არ ეყო გამბედაობა და რწმენა, რომ სუს-ის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყო”, - განაცხადა მეტრეველმა.