ზაქარიაძის N3-სა და ასათიანის N12ა-ში წყალკანალიზაციის სისტემა სრულად შეიცვალა

ზაქარიაძის N3-სა და ასათიანის N12ა-ში წყალკანალიზაციის სისტემა სრულად შეიცვალა

საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების კვეთაზე არსებულ ორ კორპუსში წყალ-კანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტი გამგეობამ 80%-ით, კერძოდ, 30,910 ლარით დააფინანსა.

მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილეებმა გაიოზ ვასაძემ და ლუკა კანკავამ განყოფილების უფროსთან, ვლადიმერ კაპანაძესთან ერთად დაათვალიერეს და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრნენ.

თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შეიცვალა მიწისქვეშ არსებული მილები და დამონტაჟდა წყალშემკრები ჭები. აღსანიშნავია, რომ ამავე მისამართზე სხვა პროექტიც მიმდინარეობს - კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ზაქარიაძის ქუჩაზე N3 კორპუსის გამაგრების სამუშაოს აწარმოებს.