რიო დე ჟანეიროში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი დააკავეს

რიო დე ჟანეიროში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი დააკავეს

რიო დე ჟანეიროში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი დააკავეს. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ის ოლიმპიადის ბილეთების გადამყიდველისთვის უკანონო გადაცემაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციის განცხადებით, პატრიკ ჰიკმა, რომელიც ასევე ირლანდიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს, დაკავების დროს ადგილიდან მიმალვა სცადა.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტები - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ათეულ ევროპულ ოლიმპიურ კომიტეტს აერთიანებს.