საქართველოს პრეზიდენტი გონიოში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად იმ ადგილზე მივიდა, სადაც ზღვაში დაკარგული ორი ქართველი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.
პრეზიდენტმა თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საქმის ვითარება გამოჰკითხა, შემდეგ კი დაკარგული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
„მძიმე წუთებია ყველა სამხედროსთვის და მოვედი რომ თანადგომა გამოვხატო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გონიოს სანაპიროზე მისვლას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც აპირებს.