საქართველოს ისედაც ხმაურიანი პოლიტიკური გარემო კიდევ უფრო დიდ არეულობამდე დავიდა, როდესაც პარლამენტში სასტიკი შეტაკება მოხდა.
კამათს 24 აპრილს ჰქონდა ადგილი, როდესაც ჯონდი ბაღათურიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მტკივნეული საკითხი წამოჭრა იმის თაობაზე, უნდა იქნას თუ არა აღირებული გენოციდად პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალელი თურქების მიერ 1.5 მილიონი სომხის ამოხოცვის ფაქტი.
„ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ეთნიკური სომხები გუშინ აქ მოვიდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტს სომხების გენოციდი ეღიარებინა,“ განაცხადა ბაღათურიამ.
„ხომ ვამბობდი? მაშინ როდესაც ერთდღიანი პიარ-კამპანია წამოიწყეთ და ჩერქეზების გენოციდი აღიარეთ? ხომ ვამბობდი არ ღირს-მეთქი? ახლა მაინტერესებს ამ ხალხს რას ეტყვით? ბოლოს და ბოლოს ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან.“
შარშან საქართველო გახდა ის პირველი ქვეყანა, ვინც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების ჩრდილოეთ კავასიიდან გამოძევება გენოციდად აღიარა.
გენოციდის აღიარების ფაქტს პირადად საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი უჭერდა მხარს.
„უმართავი კლასი“
ბაღათურიას კომენტარებს მეორე დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის რისხვა მოჰყვა. მისი ოჯახი წარმოშობით აზერბაიჯანიდან არის, ქვეყნიდან, რომელიც თურქეთის ერთგული მოკავშირეა, თურქეთი კი, სომხების მასობრივი მკვლელობისათვის ტერმინი „გენოციდის“ მინიჭებას ეწინააღმდეგება.
როდესაც ბაღათურიამ სულეიმანოვის მიერ გამოთქმული წინააღმდეგობა ხელის აქნევით მოიცილა თავიდან, ეს უკანაკსნელი განრისხებული სწვდა ჯიბეს, ვაზელინის შეკვრა ამოიღო და ბათათურიას ესროლა.
სულ მალე მათ შორის მუშტი-კრივი გაჩაღდა და მათი დაშორება დაცვას მოუხდა.
აყალმაყალმა სხვა რამდენიმე სხვა დეპუტატიც მოიზიდა, რის შედეგადაც ბაღათურიამ მმართველი პარტიის დეპუტატს კალამი ესროლა (სხვათა შორის, სწორედ იმ დეპუტატს, რომელმაც, გასულ წელს რუსეთ საქართველოს 2008 წლის ომის გამო გამართული კამათისას, ოპოზიციონერ დეპუტატს სილა გააწნა.)
პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ ბოლოს და ბოლოს კამათი აღკვეთა და განაცხადა რომ არეულობა პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს „ერთადერთ მტერს“ მოუტანს სარგებელს. ეს სავარაუდოდ შეფარული მინიშნება იყო რუსეთზე.
ირონიულია, რომ აყალმაყალს სკოლის მოსწავლეთა ის ჯგუფი დაესწრო, რომელიც პარლამენტში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მოიყვანეს.
„ხედავთ“ უთხრა ბაქრაძემ ბავშვებს, სანამ დეპუტატები სესიისთვის ემზადებოდნენ. „როგროც ჩანს ჩვენი კლასი თქვენსაზე ხმაურიანია!“
foreignpress.ge