თურქეთი 38 ათას პატიმარს გაათავისუფლებს იმისთვის, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებული პირებისთვის ციხეებში „ადგილები გაათავისუფლოს“.
შესაბამის ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Independent-ი აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა განაცხადა, რომ თურქეთმა 38 ათასი პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
საუბარია პირობით-ვადამდელ გათავისუფლებაზე იმ პატიმრებისთვის, რომლებმაც დანაშაული მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს.
აღნიშნული ზომა არ შეეხო იმ პატიმრებს, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.
გასულ თვეს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 35 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.