გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 6%-ით უსწრებს

გამოკითხვის თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 6%-ით უსწრებს

პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი მის მთავარ მეტოქეს დონალდ ტრამპს 6%-ით უსწრებს, - ასეთია სააგენტო „როიტერის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები.
კერძოდ, კლინტონისთვის ხმის მისაცემად რესპოდენტების 41% არის მზად, ტრამპისთვის კი - 35%. 

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბარაქ ობამა მთავარ მეტოქეს მიტ რომნის 5%-ით უსწრებდა.
გამოკითხვა 11-15 აგვისტოს ჩატარდა და მასში 1 132-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.